ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მიწურულს გრანდიოზული საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებით სკოლიდან საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები გააცილეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლა საბაზოა, შესაბამისად, მოსწავლეები მე-9 კლასის შემდეგ სწავლას სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში გააგრძელებენ.
სკოლაში მე-9 კლასელებისთვის სიმბოლურად „ბოლო ზარი“ დაირეკა. მოსწავლეებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, იმღერეს, საცეკვაო ნომრები შეასრულეს და დირექციას, საყვარელ პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
პედაგოგებმა კი მოწაფეებს გზა დაულოცეს და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვეს.
ეს დღე მეტად ემოციური და დაუვიწყარი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
იხილეთ ფოტოები: