ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ელექტრონული გაზეთი გამოუშვეს 
03-07-2024

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №32 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებისათვის სკოლის ელექტრონული გაზეთი შექმნეს.

ელექტრონული გაზეთზე მუშაობისას მოსწავლეებს კოორდინირებას უწევდა მატემატიკის მასწავლებელი თამარ მურუსიძე და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი ზურაბ ხაკიანი.

სკოლის ელექტრონული გაზეთი მოსწავლეებში ავითარებს კომუნიკაციის, თანამშრომლობის, ტექნოლოგიურ უნარებს და შემოქმედებით აზროვნებას.

გაზეთი მეტად ინფორმაციული და საინტერესო გამოვიდა და მოგვითხრობს 2023-2024 სასწავლო წელს სკოლაში განხორციელებული მრავალფეროვანი აქტივობების შესახებ. 

გაზეთზე მუშაობის პროცესი მოსწავლეებისთვის შემეცნებითთან ერთად სახალისოც აღმოჩნდა, მოწაფეებმა სამუშაოს სამაგალითოდ გაართვეს თავი. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203