ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ვიზუალური პროგრამირების პროექტში გამარჯვებისთვის საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ
04-07-2024

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა, აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებსა თუ კონკურსებში და წარმატებასაც აღწევდნენ. 

მათ შორის მოსწავლეები შეუერთდნენ ვიზუალური პროგრამირების პროექტს - „კოდის ერთი საათი“.

პროექტში მოსწავლეები კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილებზე ჩაერთნენ და წარმატებაც მოიპოვეს. 

სკოლის VI კლასის მოსწავლეებს - ნუკრი ლეთოდიანს, ალექსანდრე ცაგარეიშვილს, ელენე ინასარიძეს, გიორგი ღლონტსა და ილია ჭიპაშვილს ვიზუალური პროგრამირების პლატფორმა code.org-ის პროექტში გამარჯვებისათვის გადაეცათ საერთაშორისო სერტიფიკატები.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეებში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, პრობლემის გადაჭრისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას.

მოსწავლეთა კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი გახლავთ ზურა ხაკიანი, რომელიც მოსწავლეთა კომპიუტერული უნარების განვთარებაზე აქტიურად ზრუნავს და სხვადასხვა პროექტსა თუ კონკურსში ჩართულობას ახალისებს. 

სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა და მონდომება ახარებთ და მათ შემდგომ წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203