მატნის N2 სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ექკურსია მოეწყო
03-07-2024

ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის სახელობის ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N2 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს. 

ექსკურსია მშობელთა ჩართულობით და კლასის დამრიგებლის - მადონა ზურაბაშვილის ხელმძღვანელობით მოეწყო. 

მოსწავლეები სოფელ ქისტაურში რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუს, წინანდალში- ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს და თელავის ბავშვთა გასართობ ცენტრს სტუმრობდნენ. 

მოსწავლეებმა დაუვიწყარი დრო გაატარეს და ექსკურსიიდან ახალი ცოდნით, ინფორმაციითა და შთაბეჭდილებებით დახუნძლულნი დაბრუნდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203