„თუ მოსწავლე არ გიყვარს, ვერ მიაღწევ ვერანაირ წარმატებას“ - ქვენობნის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ცინცაძე
03-07-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლას დირექტორი მარინა ცინცაძე წარმატებით ხელმძღვანელობს. აღნიშნავს, რომ თუ მოსწავლე არ გიყვარს ვერ მიაღწევ ვერანაირ წარმატებას. საკუთარ პროფესიასა და მოსწავლეებზე შეყვარებული კი ღირსეულად უძღვება განათლებული მომავალი თაობების აღზრდის საქმეს.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქვენობნის საჯარო სკოლას დირექტორი მარინა ცინცაძე პასუხობს. 

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- როცა სკოლაში წარმატებულია როგორც მასწავლებელი, ასევე მოსწავლეები. 

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- „ბოროტებას ყოველთვის სიკეთით გადაუხადე“.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- გამოცდაზე ცოდნის მშვიდად, ემოციების გარეშე გამოვლენას.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...

- გაუგო მას და იყო მისი უფროსი მეგობარი.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- რომ თუ მოსწავლე არ გიყვარს, ვერ მიაღწევ ვერანაირ წარმატებას.

- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- წაიკითხოს  წიგნი, რომელიც ცხოვრებას, სიყვარულს ,მეგობრობას, ურთიერთობას, თანადგომას გვასწავლის.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- ყოველთვის ვიყო მოსწვლეთა ინტერესების დამცველი და შევძლო სასკოლო საზოგადოებასთან ერთად წარმატებული სკოლის მართვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203