ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებებით იყო გაჯერებული.
მათ შორის სკოლაში მოეწყო ქართველი მწერლის - ოტია იოსელიანის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო.
საღამოს ესწრებოდნენ მიწვეული სტუმრები, ოტიას შვილიშვილი, (უმცროსი) ოტია იოსელიანი და მისი მეუღლე ნუცა ცისკარიშვილი.
მე- 4გ კლასის მოსწავლეებმა, მიმოიხილეს მწერლის ბიოგრაფია, გაიხსენეს ყველასათვის საყვარელი „დაჩის ზღაპრები“, „55 არაკი“. ბავშვებმა გააცოცხლეს იგავების რამდენიმე პერსონაჟი. შეკითხვები დაუსვეს მიწვეულ სტუმრებს, რაზეც გულწრფელი პასუხები მიიღეს.
ბავშვების შემოქმედებითმა უნარებმა სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.
მოსწავლეთა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თამარ მიქაძე გახლავთ, კლასის ხელმძღვანელი კი ირმა ოსაძე.
იხილეთ ფოტოები: