191-ე სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში-ერთ-ერთი აბიტურიენტი ტესტის წერის დროს ცუდად გახდა და სასწარაფო დახმარების ბრიგადამ იგი კლინიკაში გადაიყვანა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გვეუბნებიან, რომ აბიტურიენტს უფლება აქვს სხვა გამოცდებზე ჩვეულებრივ გავიდეს, და პროცედურის მიხედვით შეიტანოს განცხადება დამატებითი ტესტირების მოთხოვნის შესახებ.
შეძლებს თუ არა აპლიკანტი, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ხელახლა ჩაბარებას ამ ეტაპზე უცნობია. გამოცდების ეროვნული ცენტრში აღნიშნავენ, რომ მსგავსი შემთხვევები ინდივიდუალურად განიხილება და გადაწყვეტილებაც აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით იქნება მიღებული.
etaloni.ge გამოჯანმრთელებას უსურვებს აბიტურიენტეს!