ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა 
03-07-2024

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. პედაგოგები ბავშვებს წიგნის სიყვარულის პირველი კლასიდანვე შთააგონებენ და მხატვრული ლიტერატურის კითხვისკენ მოუწოდებენ. 

ამ მხრივ განსაკუთრებული იყო 2023-2024 სასწავლო წელი. რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებლების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მასშტაბურ კამპანიას მოსწავლეები ამ დღის სლოგანით - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ შეუერთდნენ. 

სკოლის უცხოური ენების კათედრა წელსაც აქტიურად ჩაერთო ამ დღისადმი მიძღვნილ სასკოლო აქტივობებში. მე-4 კლასის მოსწავლეებიც ხალისით შეუერთდნენ ღონისძიებებს და ინგლისურ ენაზე ერთმანეთს წაუკითხეს მათთვის საყვარელი პატარა მოთხრობები.

საჯაროდ კითხვის დასასრულს, კითხვა-პასუხის ფორმატით მოსწავლეებმა იმსჯელეს ნაწარმოებების შესახებ.

შეხვედრა მეტად საინტერესოდ, ნაყოფიერად და სახალისოდ დასრულდა. მოსწავლეებმა ერთსულოვნად გამოთქვეს სურვილი მომავალში კვლავ აღნიშნონ წიგნის საჯაროდ კითხვის დღე.

„წიგნი ადამიანის საუკეთესო მასწავლებელია, კითხვა - განტვირთვის და მოდუნების საუკეთესო გზა. მოზარდისთვის წიგნი თვალწინ გადაშლილი სამყაროა. ის ასაზრდოებს ბავშვის ცნობიერებას, ავითარებს აზროვნებას და აფართოებს თვალსაწიერს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

„წიგნისა და კითხვის სიყვარული და ერთგულება ვუსურვოთ ამ საოცარ ბავშვებს!“- დასძენენ სკოლაში. 

მოსწავლეთა ინგლისური ენის მასწავლებელი ქეთევან კუბლაშვილი გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203