ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველი სესია დასრულდა და იმ ჟურნალისტების დასვენების დროც მოვიდა, რომლებიც დილის 8:00 საათიდან დაუღალავად ცდილობენ, ყველა მნიშვნელოვანი დეტალი გაიგონ, აღბეჭდონ და მკითხველს გაუზიარონ. სწორედ ამ დროს მოხდა, დღის ალბათ ყველაზე ამაღელვებელი და ემოციური ამბავიც, როცა გამოცდიდან გამოსულმა აბიტურიენტმა სიხარულის გაზიარება თანამშრომელბისთვის მოინდომა და KFC-ში ისეთი სიხარულითა და შეძახილებით შემოვიდა ყველას ყურადღება მიიპყრო.
„აუუუ რა გამოცდა დავწერეეეეე“ - ამ ფრაზით შემოვარდა KFC-ში, აბიტურიენტი ლუკა ლოლაძე, რომელიც ახლა შვებულებაშია, თუმცა თანამშრომლებისთვის გამოცდის წარმატებით დაწერის სიხარულის გაზიარება არ დაეზარა.
„საკითხები, რომ დავინახე ძალიან ბედნიერი ვიყავი, ვლოცულობდი ლექსი არ შემხვედროდა… ისე გამიხარდა, ლამის დამკვირვებელს შევახტი სიხარულით, თან პარალელიც ვიცოდი. თემაც კარგი იყო და მგონი მართლა კარგად დავწერე, ყველაზე მეტად ქართულზე ვნერვიულობდი და მოხარია, რომ კმაყოფილი გამოვედი გამოცდიდან“, - გვითხრა ლუკა ლოლაძემ
როგორც თავად გვითხრა, მუშაობა ძალიან უნდოდა, რა თქმა უნდა მარტივი არ იყო სწავლა და მუშაობა მაგრამ გვებუნება რომ ყველა ეხმარებოდა, ამიტომაც დიდად არ გასჭირევბია.
„აბიტურიენტობის პარალელურად ვმუშაობდი, ძალიან მინდოდა გამოცდილების მირება. ახლა შვებულება მაქვს, მაგრამ აქვე ვიყავი და შემოვუარე თანამშრომლებს, ისეთი გახარებული ვარ, მინდოდა გამეზიარებინა.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, თსუ-ში მინდა რომ მოვხვდე ბიზნესზე ან ეკონომიკაზე, ვნახოთ იმედი მაქვს ყველაფერი ისე გამოვა როგორც ჩაფიქრებული მაქვს“, - გვითხრა ლუკა ლოლაძემ.