„ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია აღიარება... უნდა გავითვალისწინოთ მათი ინტერესები“ - თეა ჭკადუა, იდლიანის საჯარო სკოლის დირექტორი
03-07-2024

ახლა, როდესაც 2023-2024 სასწავლო წელი დასრულდა, უკვე შეგვიძლია, შევაფასოთ მოსწავლეების მიღწევები და ვისაუბროთ იმაზე, თუ რა განაპირობებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმატებას, ამას კი ყველაზე უკეთ სწორედ დირექტორები შეძლებენ. 

რას ურჩევს აბიტურიენტებს? რა არის მნიშვნელოვანი მოსწავლეებისთვის? - etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის, იდლიანის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი თეა ჭკადუა პასუხობს:

- სკოლის წარმატება ნიშნავს.....

- როდესაც, სასკოლო კლიმატი პოზიტიური, უსაფრთხო და თითოეულ პიროვნებაზე მორგებული უნდა იყოს. ტოლერანტული, ჰუმანური, ემპათიური მიდგომების გამოყენებით, ადამიანთა უფლებები კი დაცული, რაც ხელს შეუწყობს თანასწორი, არადისკრიმინაციული გარემოს შექმნას.

აღნიშნული გარემო ხელს შეუწყობს ჩვენი ბავშვების ისეთი ღირებულებებით აღზრდას, როგორიცაა სიყვარული, მეგობრობა, თანადგომა, სამართლიანობა, თანამშრომლობა და ა.შ. მნიშვნელოვანია, სასკოლო საზოგადოების ეფექტიანი კომუნიკაცია და თანამშრომლობა, მასწავლებელთა კარიერული წინსვლისთვის, რომელიც მოტივაციაზე და საბოლოო ჯამში, შრომის პროდუქტიულობასა და მის შედეგებზე აისახება.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- იყავი სამართლიანი, პასუხისმეგბლიანი, დაიცავი სხვათა უფლებები, შენი თავი ყოველთვის სხვის ადგილზე დააყენე...

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- იყვნენ მიზანდასახულები, შრომისმოყვარეები და პასუხისმგებლიანები... არასოდეს დანებდნენ მიუხედავად ცხოვრებისეული სირთულეებისა. ნებისმიერი დაბრკოლება საუკეთესო შესაძლებლობად აქციონ მათი წარმატებისათვის...

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია... 

- მათი დაფასება და აღიარება. უნდა გავითვალისწინოთ მათი ინტერესები, სურვილები, ოცნებები და ხელი შევუწყოთ მათ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. მსგავსი მიდგომა მათ წარმატებას განაპირობებს.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- პატივს სცემ მას, ხელს უწყობ, რეალიზდეს ღირსეულ, წარმატებულ ადამიანად და მისი მიღწევები გახარებს, როგორ საკუთარი წარმატება...

- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში ...

- შერონ დრეიპერის ,,გონების მიღმა”, რომელიც მოსწავლეებს აუმაღლებს ცნობიერებას ტოლერანტობის, თანასწორობის,  განსხვავებულის მიმღებლობის შესახებ.    

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203