„მოსწავლეებში ყველაფერს კარგს უნდა ვხედავდეთ... ჩვენც ხომ ბავშვობიდან მოვდივართ“ - თამაზ დიასამიძე, კვიახიძეების საჯარო სკოლის დირექტორი
03-07-2024

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კვიახიძეების საჯარო სკოლის დირექტორი, თამაზ დიასამიძე, წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე, და პედაგოგებთან ერთად ცდილობს, მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, იმავდროულად კი თავს არ ზოგავს, ქვეყანას ღირსეული მოქალაქეები აღუზარდოს.

რა განაპირობებს სკოლის წარმატებას, რა არის მნიშვნლოვანი 21-ე საუკუნის ბავშვებისთვის და რას ნიშნავს მოსწავლის სიყვარული? - etaloni.ge-ს ბლიც კითხვებს   შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კვიახიძეების საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თამაზ დიასამიძე.          

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- კარგად აღზრილ ღირსეულ თაობას, რომლისთვისაც ეროვნული თვითმყოფადობა მოწოდებაა და არა თავმოწონება.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- არასოდეს გეჭიროს თვალი სხვისი ნასუფრალისკენ; ღვთისგან ნაბოძები გონება ისე უნდა გაწვრთნა, რომ უფალთან სიყვარული მოიპოვო  და ადამიანთან ნდობა.  

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- პროფესიაში შესვლამდე კარგად დაფიქრდნენ, რამდენად უყვართ არჩეული საქმიანობა და რამდენად წაადგება მათი ეს არჩევანი ქვეყანასაც. 

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...

-  წარსულისადმი პატივისცემა, არ გააკეთოს ნაჩქარევი დასკვნები, ეცადოს, მომავალი აშენოს სიყვარულით, წარსულის ძაგების გარეშე. 

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- ხედავდე მასში ყველაფერს კარგს, შენც ხომ ბავშვობიდან მოდიხარ... 

- წიგნი, რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- გურამ დოჩანაშვილის „ლოდი ნასაყდრალი“, ოტია იოსელიანის „დაჩის ზღაპრები“, ანა ფრანკის დღიური „თავშესაფარი“... თუმცა არჩევანი მათზეა.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- ბედნიერებით გაბრწყინებულ ადამიანთა სახეების ცქერით ტკბობას; ერთიან, გამთლიანებულ საქართველოში ჯანსაღ ცხოვრებას...

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203