მატნის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ ოთო მამუჩარაშვილმა მკლავჭიდის ევროპის ჩემპიონატში ოქროს მედალი მოიპოვა
07-06-2018
მატნის N1 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ ოთო მამუჩარაშვილმა მკლავჭიდის ევროპის ჩემპიონატში ოქროს მედალი მოიპოვა. სკოლის დირექცია აღსაზრდელს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
„ოთომ მშობლიური სკოლა და სოფელი კიდევ ერთხელ ასახელა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.