„სკოლის წარმატება ნიშნავს მაღალკვალიფიციურ პედაგოგიურ კოლექტივს, გამართულ ინფრასტრუქტურას ...“ - კოდის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი შიხიაშვილი
03-07-2024

ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლის დირექტორ ლალი შიხიაშვილისთვის სკოლის წარმატება ნიშნავს მაღალკვალიფიციურ პედაგოგიურ კოლექტივს, გამართულ ინფრასტრუქტურას, XXI საუკუნის შესაფერის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზის, შესაბამისად, სკოლის კეთლდღეობისთვის ძალ-ღონეს არ იშურებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლება და მათ ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემო უზრუნველყოს. 

„საკუთარ თავს ვუსურვებდი შევძლო ჩემი მოვალეობის შესრულება ისე, რომ მორალურად და ზნეობრივად მართალი ვიყო მომავალი თაობის წინაშე“- აღნიშნავს ჩვენთან საუბარში და მომავალი თაობების აღზრდის საქმეს ღირსეულად ემსახურება. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი შიხიაშვილი პასუხობს. 

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- მაღალკვალიფიციურ პედაგოგიურ კოლექტივს, გამართულ ინფრასტრუქტურას, XXI საუკუნის შესაფერის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზისა და შესაბამისი ფინანსური და მატერიალური რესურსების არსებობას სკოლაში...აგრეთვე, მოტივირებულ და პასუხისმგებლიან, სწავლის შეძენაზე ორიენტირებულ მომავალ თაობას.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- „იქამდე...სანამ არ გაჩერდები!...არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად ნელა მიდიხარ“... კონფუცი.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- სწორად შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები, სწორი არჩევანი გააკეთონ, რათა სამომავლოდ საკუთარი თავის რეალიზება შეძლონ და დაიმკვიდრონ საკუთარი ნიშა და ადგილი ცხოვრებაში. 

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია... 

- ჰქონდეს სწორი განსჯის, სიყვარულის, ჯანსაღი კრიტიკის უნარი, სწორად გააზრებული და დასახული ცხოვრებისეული მიზნები, ორიენტირებული იყოს პროფესიონალიზმსა და მაღალკვალიფიციურობაზე, იყოს მზად ცხოვრებისეული გამოწვევებისთვის.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- მოვუსმინო მათ, ვურჩიო, დავეხმარო პიროვნულ განვითარებაში, ვიყო მათი უფროსი მეგობარი  და მრჩეველი.

- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- გოდერძი ჩოხელის „ადამიანთა სევდა“ და ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- „ბოლომდე გავიტანო  ლელო “... შევძლო ჩემი მოვალეობის შესრულება ისე, რომ მორალურად და ზნეობრივად მართალი ვიყო მომავალი თაობის წინაშე. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203