„სკოლის წარმატება ნიშნავს განათლებულ, ეროვნული ინტერესების მქონე მეტ მოქალაქეს“ - რეხის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ლომაშვილი
03-07-2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხის საჯარო სკოლის დირექტორ ნინო ლომაშვილისთვის სკოლის წარმატება განათლებული, ეროვნული ინტერესების მქონე მოქალაქეების აღზრდაა, შესაბამისად, ქვეყნის საკეთილდღეო საქმეს ღირსეულად ემსახურება და საკუთარი წვლილი შეაქვს ერუდირებული თაობის ფორმირებაში. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ​რეხის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ლომაშვილი პასუხობს. 

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- განათლებულ, წარმატებულ, ეროვნული ინტერესების მქონე მეტ მოქალაქეს.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- მოსწავლეებთან და კოლეგებთან იყავი სამართლიანი და მომთმენი.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- აირჩიონ საყვარელი პროფესია.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...

- გააჩნდეთ საკუთარი აზრი, პატივი სცენ სხვის აზრს.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- მეტ ხალისიან დღეებს მასწავლებლის ცხოვრებაში.

- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- ჯერომ სელინჯერი - „თამაში ჭვავის ყანაში“

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- წარმატებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203