მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის N1 საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. საინტერესო და სიახლეებით სავსე იყო ეს წელი მეოთხე კლასის მოსწავლეებითვის, რომლებიც მომავალი სასწავლო წლიდან ახალ ეტაპზე გადადიან.
სწორედ მათი დამრიგებლისა და ხელმძღვანელის, მარინე ირემაშვილის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა გამოსაშვები ღონისძიება მეოთხეკლასელებისთვის, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა სხვადსხვა სასცენო ნომრები შეასრულეს.
საზეიმოდ გაფორმებული დარბაზი და საგანგებოდ გამოწყობილი მოსწავლეების მიერ შესრულებული ცეკვებისა და სიმრების ნახვა კი ერთიანად ამაღელვებელი იყო მშობლებისა და პედაგოგისთვის.