კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმის საჯარო სკოლის დირექტორ შახალ ისმაილოვისთვის სკოლის წარმატება ნიშნავს ყველა რგოლის გამართულ მუშაობას, რომლის შედეგია კვალიფიციური მენეჯმენტი და მოტივირებული მოსწავლე-მასწავლებლები.
თავად მაღალი პროფესიონალიზმით, წარმატებით მართავს სკოლას და ემსახურება ყველაზე ღირებულს - ინტელექტუალური თაობების აღზრდას.
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- სკოლის ყველა რგოლის გამართულ მუშაობას, რომლის შედეგია კვალიფიცირებული მენეჯმენტი, მოტივირებული მასწავლებლები, წარმატებული კურსდამთავრებულები, პროექტები.
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- დედა მარიგებდა ყოველთვის, რომ ცხოვრებაში მეკეთებინა სიკეთე, რომელიც მადლად დამხვდებოდა წინ აუცილებლად.
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- მშვიდად, აუღელვებლად, წარმატებით ჩაებარებინოთ გამოცდები.
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- მამული, ენა, სარწმუნოება. ძლიერ საქართველოში ცხოვრება.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- რომ გიყვარს ის საქმე რასაც ემსახურები.
- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში ...
- ლევან გოთუას „გმირთა ვარამი“
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- წარმატებულ მუშაობას, ვინაიდან ჩემმა სკოლამ კიდევ ერთხელ გამომიცხადა ნდობა და ამირჩია სკოლის დირექტორად. უღრმესი მადლობა მათ გამოცხადებული ნდობისათვის.