ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის საჯარო სკოლის დირექტორი მოვსეს ალვანჯიანი სკოლის წარმატებად წინსვლაზე ორიენტირებულ სასკოლო საზოგადოებას მიიჩნევს. თავადაც გამოწვევებს არ უშინდება და სიახლეებისკენ მიისწრაფვის. სკოლაში ახალი თაობისთვის ქმნის მათ ინტერესებზე მორგებულ გარემოს, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა განვითარდეს. მოწაფეებს კი პოტენციალის გამოვლენაში აქტიურად ეხმარება და ახალისებს მათ შესაძლებლობებს.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის საჯარო სკოლის დირექტორი მოვსეს ალვანჯიანი პასუხობს.
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- წარმატებულ და წინსვლაზე ორიენტირებულ სასკოლო საზოგადოებას.
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა რომ შენ გექცეოდნენ.
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- კონცენტრირდნენ გამოცდებზე და გამოავლინონ საკუთარი ცოდნა.
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- უსაფრთხო გარემო, სადაც ყველას აქვს შანსი განვითარდეს და იყოს წარმატებული.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- განუვითარო სწორი თვითშეფასების უნარი და ხელი შეუწყო ბოლომდე გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი.
- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...
- ზოგადად მხატვრული ლიტერატურა იმითაა საინტერესო, რომ თითოეული მკითხველი ერთი და იმავე ნაწარმოების წაკითხვისას რაღაც განსაკუთრებულს და საკუთარს პოულობს ხოლმე. ამიტომ რთულია, ურჩიო მოსწავლეს რა წაიკითხოს ყველას განსხვავებული ჟანრის ნაწარმოების კითხვა იტაცებს.
-საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- მომავალ სასწავლო წელს განვახორციელო ყველა ის ჩანაფიქრი, რაც ჩემი სკოლის წინსვლას ეხება.