„სკოლის წარმატება ნიშნავს წარმატებულ მოსწავლეებს, საქართველოს ღირსეული მომავლისათვის“ - ეკა ჩაბაიძე, სიონის საჯარო სკოლის დირექტორი
03-07-2024

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლას დირექტორი ეკა ჩაბაიძე სამაგალითოდ მართავს სკოლას და, საქართველოს წარმატებული მომავლისთვის, ღირსეულად ემსახურება განათლებული და ინტელექტუალური თაობების აღზრდის საქმეს. აღნიშნავს, რომ ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია მშვიდობიან, დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება, უკეთესი მომავლის ფორმირებაში კი თავადაც შეაქვს წვლილი. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს. 

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- წარმატებულ მოსწავლეებს, საქართველოს ღირსეული მომავლისათვის.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- „არ დაგავიწყდეს, რომ შენ ხარ ადამიანი.“

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- დაფიქრდნენ, არ ინერვიულონ, აზრების კონცენტრაცია მოახდინონ და ისინი შეძლებენ წარმატებით ჩააბარონ გამოცდები.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...

- მშვიდობიან, დემოკრატიულ და ღირსეულ ქვეყანაში ცხოვრება...

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- ყველა მოსწავლე გიყვარდეს მათი შესაძლებლობების მიუხედავად, იყო მათი მეგობარი, შეგეძლოს ყოველთვის გაიზიარო მათი წუხილი.

- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- მოსწავლეებს ვურჩევდი,  ქართველი კლასიკოსების წაკითხვას მათი ასაკის შესაბამისად.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებას, ბევრი ღირსეული მოსწავლის, პიროვნების აღზრდას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203