ქუთაისის N32 საჯარო სკოლის ინგლისური ენის ლიტერატურული კლუბის საინტერესო დასკვნითი ღონისძიება
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი საინტერესო და ნაყოფიერი იყო. აღსანიშნავია, რომ სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ინგლისური ენის სიღრმისეულად სწავლებას. ამის მაგალითია ინგლისური ენის ლიტერატურული კლუბი - „Beam With Books“, რომელიც სხვადასხვა პროექტსა და აქტივობას ახორციელებდა სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ 22 მაისი მნიშვნელოვანი და საინტერესო დღე იყო ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში. ინგლისური ენის ლიტერატურულმა კლუბი - „Beam With Books“ დასკვნითი ღონისძიებით წარდგა სკოლისა და მოწვეული სტუმრების წინაშე. კლუბი 2024 წლის 2 თებერვალს დაარსდა სკოლის ბაზაზე ინგლისური ენის პედაგოგის თამარ ციცვიძის ხელმძღვანელობით.
კლუბმა იმუშავა პროექტზე - Literary Legends („ლიტერატურული ლეგენდები“). პროექტის ფარგლებში, კლუბის წევრებმა წაიკითხეს და დაამუშავეს შექსპირის ბოლოდროინდელი, ნაკლებად ცნობილი პიესა „ციმბელინი“.
ასევე, დამუშავდა პიესის ლექსიკა და დამზადდა ხელნაკეთი ლექსიკონი, პიესის ანალიზი სხვადასხვა ასპექტით.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მნიშვნელოვანი ფაქტი გახლავთ ის, რომ პიესის დამუშავების შემდეგ ის დააკავშირეს შოთა რუსთაველის ეპიკურ პოემასთან - „ვეფხისტყაოსანი“.
გარდა ლიტერატურული მუშაობისა, კლუბმა 12 სხვადასხვა აქტივობა განახორციელა ოთხთვიან სამუშაო პროცესში. კლუბის წევრებმა აქტიურად ითანამშრომლეს: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ლათინური ამერიკის რვა სახელმწიფოში ზაზა გაბუნიასთან, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიიის დეპარტამენტთან, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმთან, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკასთან, Dati’s Show- სთან.
დასკვნით ღონისძიებაზე მონაწილეებმა გააცოცხლეს პიესის პირველი მოქმედების პირველი სცენა
ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო
იხილეთ ფოტოები: