„სკოლის წარმატება ნიშნავს მოწაფეთა მიღწევებს როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლების მიმართულებით“-ლენჯერის N2 სკოლის დირექტორი ლალი გულედანი
03-07-2024

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლას დირექტორი ლალი გულედანი წარმატებით ხელმძღვანელობს. პროფესიასა და მოსწავლეებზე შეყვარებული ღირსეულ, სამაგალითო მოქალაქეებს ზრდის, აძლევს ხარისხიან განათლებას და სიკეთის კეთებას ასწავლის, მაგალითს კი თავად აძლევს. ახალ თაობას მოუწოდებს გაითავისონ, რომ მათზეა დამოკიდებული, თუ როგორ საზოგადოებაში იცხოვრებენ და არ დაავიწყდეთ „ვისი გორისა არიან“.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ლენჯერის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ლალი გულედანი პასუხობს. 

- სკოლის წარმატება ნიშნავს... 

- მოსწავლეთა მიღწევებს როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლების მიმართულებით.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- „ყოველთვის აკეთე სიკეთე“ - სიკეთის კეთებას ვასწავლი მეც ყველას. 

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- წარმატებისთვის ნებისყოფა და ცოდნაა აუცილებელი, დროს ფუჭად ნუ დაკარგავენ.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია... 

- გაითავისონ ის მოსაზრება, რომ მათზეა დამოკიდებული, თუ როგორ საზოგადოებაში იცხოვრებენ,  არ უნდა დაავიწყდეთ „ვისი გორისა არიან“.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- ფიქრობდე მის მომავალზე, სიყვარულის გარეშე მასში ადამიანობას ვერ „დათესავ“.

- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- ნებისმიერი წიგნის წაკითხვით შეიძლება ადამიანმა ბევრი კარგი რამ ისწავლოს... და მაინც „გმირთა ვარამი“.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- ვიცხოვრო ბედნიერ სასკოლო და სათემო საზოგადოებაში, ვემსახურო ბედნიერი და წარმატებული თაობის აღზრდას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203