თბილისის N212 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ექსკურსია რაჭაში 
03-07-2024
ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2023-2024 სასწავლო წელი საინტერესო ორდღიანი ექსკურსიით დააგვირგვინეს.

მე-10 კლასელები დამრიგებელ ეკა ხაჩიძისა და დაწყებითი კლასების მასწავლებელ ნანა მეზურნიშვილის ხელმძღვანელობით, ექსკურსიით რაჭას ესტუმრნენ. მათ მოინახულეს: ბარაკონი, ნიკორწმინდა, ცხრაჯვარი, შაორის ტბა, უწერას წმ.გიორგის ტაძარი.

მოსწავლეები აღნიშნული ადგილების შესახებ საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ. მათ დრო საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატარეს.

ეს დღე დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის. 

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203