ბათუმის N7 საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო წლის მიწურულს კი მოსწავლეებმა ცოდნა შეაჯამეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და მასწავლებლებთან ერთად ახალი მიზნები დაგეგმეს.
მათ შორის გაიმართა სასწავლო წლის შემაჯამებელი ვიქტორინა გეოგრაფიაში. ვიქტორინაში მე-7 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ვიქტორინა მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა აქტიურობითა და მაღალი ჩართულობით წარიმართა.
დაძაბულ ბრძოლაში მცირე უპირატესობით გაიმარჯვა მე-7ბ კლასის გუნდმა. მოსწავლეთა მასწავლებელი გახლავთ ნათია ცინარიძე, რომელიც მოწაფეებს მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობს.
იხილეთ ფოტოები: