მასწავლებლები სპეციალურ კურსს გაივლიან - ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს
09-07-2024

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლობით მასწავლებელთათვის დანაშაულის პრევენციის კურსის განხორციელება იწყება.

ეს ინიციატივა შესაძლებლობას აძლევს მასწავლებლებსა და სკოლის პერსონალს, განივითარონ შესაბამისი უნარ-ჩვევები იმისათვის, რომ დროულად შეძლონ არასრულწლოვანთა შორის კანონსაწინააღმდეგო ან რთული ქცევის იდენტიფიცირება მათზე შემდგომი რეაგირებისათვის.

კურსის მიზანი 18 წლამდე ასაკის პირთა დანაშაულის პრევენციაა, რაც, ერთი მხრივ, დაიცავს მოზარდებს შესაძლო შეცდომების დაშვებისა და კანონთან კონფლიქტისაგან, მეორე მხრივ კი – იზრუნებს საზოგადოების უსაფრთხოებაზე. გადამზადებას საჯარო და კერძო სკოლების ყველა მასწავლებელი და შესაბამისი პერსონალი გაივლის, რითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება მათი როლი დანაშაულის ადრეული პრევენციის პროცესში და გაძლიერდება არასრულწლოვანების შესაბამის შემთხვევებზე რეაგირება.

კურსი მოიცავს ისეთ თემატურ მიმართულებებს, როგორიცაა: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და არასრულწლოვანთა რეფერირება; ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებები; არასრულწლოვანთა დევიაციური ქცევა – შესაძლო გამომწვევი მიზეზები და დამცავი ფაქტორები; სკოლის როლი დანაშაულის პრევენციის პროცესში; პოზიტიური დისციპლინირების ტექნიკები მასწავლებლებისთვის კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებთან ურთიერთობისას; აზარტულ თამაშებსა და ნივთიერებებზე დამოკიდებულება; ვიდეოთამაშებთან დაკავშირებული აშლილობა მოზარდებში; ბავშვთა მიმართ ძალადობა და სხვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203