ნინოწმინდის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. პედაგოგები მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან და წიგნის კითხვისკენ მოუწოდებენ.
სასწავლო წლის დასრულებამდე, მესამე კლასის მოსწავლეები ქართული ენის მასწავლებელ ნელი დარბინიანთან ერთად საბავშვო ბიბლიოთეკას ესტუმრნენ, გაეცნენ საბიბლიოთეკო სესიას, ჩაეწერნენ მკითხველთა სიაში და პედაგოგს დაჰპირდნენ, რომ ხშირად ეწვევიან საბავშვო ბიბლიოთეკას, როგორც მკითხველი, ისე ღონისძიების მონაწილე.
იხილეთ ფოტოები: