მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა ხვიბლიანი პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული ხელმძღვანელია. სიახლეებსა და გამოწვევებს არ უშინდება და არასდროს წყვეტს სწავლას. აღნიშნავს, რომ სკოლის წარმატება წარმატებული ქვეყნის საწინდარია, ამიტომ განათლებული და ერუდირებული მომავალი თაობების აღზრდას ღირსეულად ემსახურება.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს იელის საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა ხვიბლიანი პასუხობს.
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- სოფლის წარმატებას, წარმატებული სოფელი კი წარმატებული ქვეყნის საწინდარია.
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- „არასოდეს შეწყვიტო სწავლა“.
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- არ ინერვიულონ და სჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების.
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- მიიღონ ისეთი განათლება, რაც კონკურენტუნარიანს გახდის არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ მსოფლიო დასაქმების ბაზარზე.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- მიიღო სიამოვნება შენი საქმისაგან.
- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში ...
ძნელია გამოვყო, თუმცა - „ბიჭი ჩვენი კლასის ბოლო მერხზე“.
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- არასოდეს შევწყვიტო განვითარება.