„სკოლის წარმატება ნიშნავს ერთი სულისკვეთებით შეკრული პროფესიონალი გუნდის მიზანმიმართულ მუშაობას“-როდერ ცირდავა, მუხურის თემის სკოლის დირექტორი 
04-07-2024

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის დირექტორი როდერ ცირდავა მიზანსწრაფული ხელმძღვანელია, სიახლეებსა და გამოწვევებს არ უშინდება, მიზნისთვის იბრძვის და წარმატებასაც აღწევს. იმისთვის რომ მოსწავლეებს მათ ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემო და ხარისხიანი განათლება შესთავაზოს ძალ-ღონეს არ იშურებს და მოსწავლე-ახალგაზრდობის აღზრდის საპატიო საქმეს ღირსეულად ემსახურება. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხურის თემის საჯარო სკოლის დირექტორი როდერ ცირდავა პასუხობს. 

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- პროფესიონალი, პასუხისმგებლობის გრძნობით დაჯილდოებული, ერთი სულისკვეთებით შეკრული პედაგოგიური კოლექტივის მიზანმიმართულ მუშაობას.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- „დაისახე მიზანი, რომლისთვისაც იბრძოლებ“!

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- მაქსიმალურად შეინარჩუნონ სიმშვიდე, მობილიზდნენ, ბოლომდე გამოიყენონ საკუთარი შესაძლებლობები; ახსოვდეთ, რომ მათ უნდა ჩაიბარონ ეს ქვეყანა, რომელსაც ძალიან სჭირდება პროფესიონალი კადრი.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...

- ჰქონდეთ გაცნობიერებული, თუ როგორ უნდა იბრძოლონ საკუთარი მიზნებისთვის, როგორ უნდა იპოვონ თავიანთი ადგილი ცხოვრებაში. 

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- მათი თანამშრომლობითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისათვის, ხარისხიანი განათლებისათვის განუწყვეტელ შრომას.

- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- არის ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“. ვთხოვდი, იფიქრონ, რათა კიდევ ერთხელ მიხვდნენ, რომ საუკეთესო გზაა, აარიდო მსოფლიოს ბოროტება, იყო კარგი ადამიანი და აკეთო სიკეთე.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- უპირველეს ყოვლისა, ჯანმრთელობას, ასევე ძალასა და შემართებას, რათა კიდევ დიდხანს ვემსახურო მოსწავლე-ახალგაზრდობის აღზრდის საპატიო საქმეს!

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203