„აბიტურიენტებს ვურჩევდი, კარგად დაფიქრდნენ პროფესიის არჩევისას“ - ხორენიის საჯარო სკოლის დირექტორი რუბენ ვარდანიანი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლის დირექტორი რუბენ ვარდანიანი შრომისმოყვარე, საქმესა და მოსწავლეებზე შეყვარებული პიროვნებაა, მოწაფეებისთვის რჩევა დარიგებებს არ იშურებს და ეუბნება, რომ დააფასონ დრო, სასიკეთოდ გამოიყენონ და ბევრი ისწავლონ. დირექტორი ფიქრობს, რომ მოსწავლეს ჯერ თავად მასწავლებელი უნდა უყვარდეს, შემდგომ კი აუცილებლად საგნაგსაც შეიყვარებს.
სკოლის დირექტორი რუბენ ვარდანიანი etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- ყველა მოსწავლეს ჰქონდეს თანაბარი პირობები და სკოლა უნდა ეხმარებოდეს პიროვნულ გაზრდაში.
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- თითოეულ პროფესიული წარმატება საკუთარი ძალით უნდა შექმნა, იყავი კაცთმოყვარე.
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- კარგად დაფიქრდნენ პროფესიის არჩევისას. საგამოცდო პროგრამა სრულყოფილად გაიარონ და იყვნენ უფრო დაკვირვებულნი.
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- დააფასონ დრო და გამოიყენონ მხოლოდ სასიკეთოდ. იცოდნენ, რომ სისწრაფეში აშენებული არცერთი კედელი მყარი არ იქნება.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- მოსწავლეების არა მხოლოდ ცოდნით, არამედ პიროვნული უნარ-თვისებებითაც მოხიბლოს, შეაყვაროს საგანი, მოსწავლეებისთვის იყოს სანდო და საიმედო საყრდენი.
- წიგნი, რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში ...
- თანამედროვე მწერლების წიგნების წაკითხვას. ამ წიგნების წაკითხვას ახალგაზრდები გაიაზრებენ, რა საფეხური გაიარა ცივილიზაციამ წარსულიდან დღემდე.
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- ვიყო მოსწავლეების საუკეთესო მეგობარი და მრჩეველი.