ეროვნული გამოცდები გრძელდება - მეორე დღე, პირველი სესია; აბიტურიენტები ნელ-ნელა ტოვებენ საგამოცდო ცენტრს და უკვე ცნობილია, რომ ერთ-ერთ საკითხად „ვეფხისტყაოსნიდან“იყო ნაწყვეტი; ასევე არაპროგრამულიდან „ვა, სოფელო“, ხოლო თეზისი კრიტიკული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას შეეხებოდა, - ყოველ შემთხვევაში, ქართულის გამოცდის მესამე სესიიდან გამოსულმა აპლიკანტებმა ამ ინფორმაციის გამოტანა შეძლეს.
„ვეფხისტყაოსანი“ და „ვა, სოფელი“ იყო. რედაქტირების ნაწილში პუნქტუაციური შეცდომები იყო, 5-გან მძიმე უნდა ჩაგვესვა ასევე, „თ“ რომ „დ“-თი უნდა შეცვალო - ამ ტიპის შეცდომები. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, მარტივი იყო. მე შარშანაც ვწერე გამოცდა და იმასთან შედარებით, გამარტივებულია“.
„ვეფხისტყაოსანი“ მოვიდა... მეორე თემა არ მახსოვს. მონაკვეთი იყო უცხო მოყმესთან შეხვედრა. თეზისი - გონიერი ადამიანი კრიტიკული სიტუაციიდან როგორ გამოდის. რედაქტირებას სირთულის მიხედვით 10-დან 7-ს დავუწერდი, საშუალო სირთულის იყო“.
„ტარიელი ხატაეთში რომ იბრძვის, ეგ მონაკვეთი მოვიდა, თემა - კრიტიკულ სიტუაციაში გონიერი ადამიანი პოულობს გამოსავალს“...
„დაძაბულობაა შიგნით და ვერ ვლაპარაკობ... არ მახსოვს, მგონი ჩვენო სოფელო იყო არაპროგრამული“...
„ვეფხისტყაოსნიდან“ იყო მონაკვეთი, უცხო მოყმე რომ გაიქცა და როსტევანს ლაშქარი დაუხოცა და დამწუხრებულია... თეზისი კი გახლდათ - გონიერი ადამიანი კრიტიკულ სიტუაციაში უნდა ეძებდეს თუ არა გამოსავალს… მეორე საკითხი არც წამიკითხავს, გამიხარდა „ვეფხისტყაოსანი“. რედაქტირება არ იყო რთული, საბოლოოდ კმაყოფილი ვარ. მგონი, კარგად დავწერე“.
„თეზისი იყო - გონიერმა ადამიანმა კრიტიკულ სიტუაციაში გამოსავალი უნდა იპოვოს. რედაქტირებაში 14 შეცდომა ვიპოვე. ძირითადად, პუნქტუაციური შეცდომები იყო.
„თეზისი - უსამართლობა, განცდა, რომელიც გვაბრკოლებს რაღაცაში. არაპროგრამული ტექსტი დავწერე - „ვა, სოფელო“ იყო. ტექსტის რედაქტირებას რაც შეეხება, უმარტივესი იყო. ვფიქრობ, ყველა შეცდომა ვიპოვე“.