ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საბაზო სკოლას არაერთი წარმატებული და წარჩინებული ახალგაზრდა აღუზრდია, წელსაც, ცოდნის ტაძრიდან, საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები დიდი ჟრიამულითა და ზარ-ზეიმით გააცილეს.
მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა, მე-9 კლასის კურსდამთავრებულებს არაჩვეულებრივი ღონისძიება მოუწყვეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას მე-9 კლასის დამრიგებელი მეგი გიორგაძე და მე-7- მე-8 კლასების დამრიგებელი მარიამ ბრეგვაძე ხელმძღვანელობდნენ.
ღონისძიება ემოციებით სავსე იყო, მოსწავლეებმა სკოლაში გატარებული დაუვიწყარი წლები შეაჯამეს, სასაცილო და სამახსოვრო მომენტები გაიხსენეს და საყვარელ პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს გაწეული შრომისა და გვერდში დგომისთვის.
ღონისძიების დასასრულს, დირექტორმა მარინე სარალიძემ მიულოცა ბავშვებს საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულება და უსურვა წარმატებული მომავალი, წინსვლა და მუდმივად განვითარება, პედაგოგებს კი, გაწეული ღვაწლისთვის და ამ შთამბეჭდავი ღონისძიების მადლობა გადაუხადა.
იხილეთ ფოტოები: