„სკოლის წარმატება ნიშნავს განათლებული და პროგრესულად მოაზროვნე, თავისუფალი მომავალი თაობის აღზრდას“ - ოთარ ჩხაიძე, ქუთაისის N16 სკოლის დირექტორი
04-07-2024

ქუთაისის №16 საჯარო სკოლის დირექტორი ოთარი ჩხაიძე განათლებული და პროგრესულად მოაზროვნე მომავალი თაობის აღზრდას ემსახურება. პროფესიისა და მოსწავლეთა სიყვარულით გამოირჩევა, ზრუნავს როგორც მომავალი თაობის ხარისხიან განათლებაზე ისე მათ პიროვნულ განვითარებაზე და საკუთარი წვლილი შეაქვს ინტელექტუალური და ღირსეული საზოგადოების ფორმირებაში. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის №16 საჯარო სკოლის დირექტორი ოთარი ჩხაიძე პასუხობს. 

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- განათლებული და პროგრესულად მოაზროვნე, თავისუფალი მომავალი თაობის აღზრდას.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- იცხოვრე ღვთისა და კაცის მოსაწონად.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- დააგროვონ ცოდნა და მუდმივად ისწრაფონ წარმატებისაკენ.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია... 

- პასუხისმგებლობა საკუთარი თავისა და ქვეყნის წინაშე.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- ზრუნავდე მის პიროვნულ განვითარებაზე.

- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- პირველ რიგში ქართველ კლასიკოსებს, შემდეგ მათი ინტერესების შესაბამისს.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- შევძლო საკუთარი და სხვისი ნდობისა და იმედების გამართლება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203