საგამოცდო ცენტრთან გონება დაკარგა აბიტურიენტმა, რომელმაც გამოცდა გუშინ წერა, დღეს კი მეგობრის საგულშემატკივროდ იყო მისული
04-07-2024

175-ე სკოლის საგამოცო ცენტრთან ერთი გულშემატკივარს შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა, მეორემ კი ფეხი იტკინა. 

როგორც etalonil.ge - მ გაარკვია, გოგონა, რომელმაც გონება დაკარგა აბიტურიენტია, რომელმაც გამოცდა გუშინ დაწერა, დღეს კი მეგობრის საგულშემატკივროდ იყო ცენტრში მისული. 

ხოლო მეორე გულშემატკივარი ქალბატონია, რომელიც წაიქცა და ფეხი დაიზიანა. 

გოგონას პირველადი დახმარება საგამოცდო ცენტრში მყოფმა ექიმებმა და გულშემატკივრება აღმოჩინეს. ის გონს მალევე მოვიდა და როგორც აღნიშნა, მსგავსი რამ პირველად მოუვიდა.

ადგილზე მალევე მოვიდა გამოძახებული სასწრაფო დახმარების ბრიგადაც, რომელმაც გოგონა გასინჯა და ჭრილობები  ფეხდაზიანებულ ქალბატონსაც გადაუხვია.  საბედნიეროდ ორივე მათგანი ახლა თავს კარგად გრძნობს. 

აბიტურიენტმა გამოცდის წინ ფეხი მოიტეხა - ექიმებმა გოგონა საგამოცდო ცენტრში მიიყვანეს


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203