თბილისის №198 საჯარო სკოლას დირექტორი თეონა ყაჭეიშვილი წარმატებით უძღვება. ზრუნავს სასკოლო საზოგადოების კეთილდღეობაზე და ღირსეულად ემსახურება ყველაზე ღირებულს - განათლებული მომავალი თაობების აღზრდის საქმეს. მისი თქმით, წარმატებულია სკოლა სადაც მოსწავლე-მასწავლებლებს უხარიათ მოსვლა, სწავლა-სწავლება.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თბილისის №198 საჯარო სკოლის დირექტორი თეონა ყაჭეიშვილი პასუხობს.
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- სკოლას, სადაც მოსწავლეს, მასწავლებელს და ყველას უხარია მოსვლა, მუშაობა, აქტივობების განხორციელება...
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- ძველი იაპონური ანდაზა „სწრაფად ეს ნელაა, ოღონდ შეუჩერებლად“.
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- გჯეროდეთ საკუთარი თავის, შესაძლებლობების და საკუთარი წარმატების!
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- მიიღო ისეთი, როგორიც არის!
- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში ...
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- მეტ განვითარებას, უფრო შედეგიან მუშაობას, ახალი იდეების განხორციელების შესაძლებლობას!