ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდიდან 1 აბიტურიენტი დამხმარე მასალის გამოყენების გამო გამოცდიდან მოიხსნა.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, შემთხვევა დღეს, 4 ივლისს დილის სესიაზე მოხდა.
„პირველი სესიიდან მოიხსნა ერთი აბიტურიენტი დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობის გამო“.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული კიდევ ერთხელ სთხოვს გამოსაცდელებს დაიცვან საგამოცდო წესები.