ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება და მიღწევები მხარდაჭერილი და წახალისებულია.
3-6 ივლისს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრემში, გოგონათა გუნდებს შორის, იმართება ევროპის ჩემპიონატი „ჰოკეი 5“-ში.
საქართველოს ნაკრების გოგონათა გუნდის ოთხი წევრი ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები -მარიამ ბლადაძე, მარიამ ხელაძე, ქრისტინე გულბიანი და მარიამ ტყეშელაშვილი არიან.
სკოლის დირექტორმა ნინო ვარდოსანიძემ მონაწილეებს შეხვედრა მოუწყო და ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება უსურვა.
იხილეთ ფოტო: