ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაკინის საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭის წარმოჩენა-განვითარებას ემსახურებდა.
მათ შორის აღსანიშნავია მე-4 კლასელთა გამოსაშვები ღონისძიება, რომლითაც მოსწავლეებმა სასწავლო წელი დააგვირგვინეს და წარმატებული ოთხი წელი შეაჯამეს.
მე-4 კლასელებმა, ღონისძიება პედაგოგ თამილა კირკიტაძის ხელმძღვანელობით, გამართეს. ბავშვები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და არაერთი საინტერესო ნომერი გამართეს და მაყურებელს ზღაპრული სანახაობა შესთავაზეს.
მოსწავლეებს ასევე ღონისძიებაზე მიწვეული ჰყავდათ მომავალი პირველკლასელები, რომლებმაც რამოდენიმე ნომერი წარმოადგინეს.
მოსწავლეებმა მათ გადასცეს სიმბოლური საჩუქრები და უსურვეს წარმატებები.
„მადლობას ვუხდით პედაგოგებს, მშობლებს და თავად მოსწავლეებს ასეთი აქტიურობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა აქტიურობა და პედაგოგის შემოქმედებითობა ახარებთ.
იხილეთ ფოტოები: