ახალქალაქის N4 საჯარო სკოლას ახალი დირექტორი ჰყავს.
ქალბატონი გაიანე კარახანიანი კონკურსის გზით არის შერჩეული და მის კანდიდატურას ახალქალაქის N°4 საჯარო სკოლის კოლექტივი და სასკოლო საზოგადოება დიდი სიხარულით შეხვდა.
გაიანე კარახანიანი განათლების სფეროში 30 წელზე მეტია მოღვაწეობს და არაერთი თაობის აღმზრდელია.
აღსანიშნავია, რომ ახლადდანიშნული დირექტორი, სკოლას სათავეში 6 წლის ვადით ჩაუდგება.
სასკოლო საზოგადოება მოხარულია სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით და დირექტორს პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას უსურვებს.
„ვულოცავთ მას და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში წარმატებას ვუსურვებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში.