ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაკინის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი და წარმატებული აღმოჩნდა. მათ შორის მოსწავლეები კლუბ „ჩხირკედელას“ მუშაობის ფარგლებში დაეუფლნენ მეწარმეობის საფუძვლებს და არაერთი საინტერესო ნამუშევარი შექმნეს.
11 ივნისს კი მეწარმეობის კლუბ „ჩხირკედელას“ წევრი მოსწავლეების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა მოეწყო.
კლუბის ხელმძღვანელებმა - ლია წაქაძემ და ქეთევან კუპრაძემ ისაუბრეს კლუბის მიზნებსა და საქმიანობაზე, ხოლო მოსწავლეებმა თავიანთი ნაშრომები გააცნეს სასკოლო საზოგადოებასა და მოწვეულ სტუმრებს.
იხილეთ ფოტოები: