ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაკინის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. 2023-2024 სასწავლო წელს სკოლაში წარმატებით მუშაობდა მკითხველთა კლუბი „ბალავარი“ (ხელმძღვანელები: ლალი კელენჯერიძე, თეონა გეწაძე, ლია წაქაძე), რომლის წევრებიც არაერთ აქტივობასა და ღონისძიებაში იყვნენ ჩართულნი.
მათ შორის,11 ივნისს, მკითხველთა კლუბ „ბალავარის“ წევრთა მონაწილეობით ჩატარდა პოეზიის საღამო სახელწოდებით „პოეზია - უპირველეს ყოვლისა“. პოეზიის საღამოს თემატიკა იყო მრავალფეროვანი.
კლუბის წევრებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და პროზაული ნაწარმოებები სამშობლოზე, სიყვარულზე, დედაზე და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: