„მოსწავლე უნდა გიყვარდეს უპირობოდ, ზრუნავდე მასზე ჯერ როგორც პიროვნებაზე, შემდეგ კი მის განათლებაზე“- აზა გადელია, თამაკონის საჯარო სკოლის დირექტორი
05-07-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონის საჯარო სკოლის დირექტორ აზა გადელიასთვის სკოლის წარმატება ნიშნავს წარმატებულ მოსწავლეს, კმაყოფილ მშობელსა და მასწავლებელს, რომელსაც სკოლაში მიუხარია, შესაბამისად სასკოლო საზოგადოების კეთილდღეობისთვის ძალ-ღონეს არ იშურებს და მოსწავლეებისთვის ხარისხიან განათლებას და მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო გარემოს უზრუნველყოფს. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თამაკონის საჯარო სკოლის დირექტორი აზა გადელია პასუხობს. 

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- სკოლის წარმატება ნიშნავს წარმატებულ მოსწავლეს კმაყოფილ მშობელს და მასწავლებელს, რომელსაც მოუხარია სკოლაში - ყველაფერი ერთად კი ძლიერ სახელმწიფოს.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ სისუსტე სიძლიერედ აქციო.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- მთავარია სწორად შეარჩიო შენი მომავალი პროფესია, სხვა დანარჩენი შენი მოწოდებით და მონდომებით მიიღწევა.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია... 

- ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომელსაც სკოლაში იღებენ, რადგან შემდეგი წარმატებები სწორედ ამაზე იქნება დაშენებული.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- გიყვარდეს ის უპირობოდ, ზრუნავდე მასზე ჯერ როგორც პიროვნებაზე და მერე მის განათლებაზე.

- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- რაც შეეხება წიგნებს, ეს მათ ასაკზე და მისწრაფებებზეა დამოკიდებული, ამიტომ ეს თუ არ მეცოდინება გამიჭირდება პასუხი.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- კიდევ დიდხანს მეყოს ძალა და ენერგია მომავალი თაობის სამსახურში ყოფნისთვის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203