„სკოლის წარმატება ნიშნავს თითოეული მოსწავლის პიროვნული განვითარების უზრუნველყოფას“ - ხატია თევზაძე, სამტრედიის N10 საჯარო სკოლის დირექტორი
05-07-2024

სამტრედიის N10 საჯარო სკოლის დირექტორი ხატია თევზაძე შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული, სამართლიანი ხელმძღვანელია, ამ მიდგომით კი წარმატებას აღწევს. სკოლაში თითოეული მოსწავლის პიროვნული განვითარებას უზრუნველყოფს და მომავალ თაობას ხარისხიან განათლებას სთავაზობს. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სამტრედიის N10 საჯარო სკოლის დირექტორი ხატია თევზაძე პასუხობს. 

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- თითოეული მოსწავლის პიროვნული განვითარების უზრუნველყოფა და მათ მიერ ეროვნული სასწავლო მიზნების აღიარება/გათავისება სკოლის წარმატებაა.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- ადამიანობა და სამართლიანობა ერთად და არავითარ შემთხვევაში ერთმანეთის პირისპირ (ჩემეული დარიგება ჩემს თავზე).

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- მუდამ ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების. მიზნების დასახვა და თვითმოტივაცია, წარმატებისაკენ გადადგმული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. 

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია... 

- იყვნენ მნიშვნელოვანნი.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- თითოეული მოსწავლის  საჭიროებების, შესაძლებლობებად ქცევას. 

- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- ლინდა მალალი ჰანთის „თევზი ხეზე“ ბევრჯერ წასაკითხია.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- რაც საკუთარ თავს ვუსურვე ჩემი შრომის შედეგად, რეალობად ვაქციე, ვარ იქ სადაც მსურდა  ვყოფილიყავი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203