სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის საჯარო სკოლის დირექტორი მერაბ დარჯანიას განათლებული მომავალი თაობების აღზრდის საქმედ ერთგულად, დიდი პასუხისმგებლობით, მოსწავლეთა სიყვარულითა და შრომისმოყვარეობით ემსახურება. ზრუნავს, რომ აღზარდოს პროგრესული, წარმატებულ მომავალზე ორიენტირებული მოსწავლეები, მასწავლებლებს კი შეუქმნას ყველა პირობა რეალიზებისთვის.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თეკლათის საჯარო სკოლის დირექტორი მერაბ დარჯანია პასუხობს.
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- წარმატებულ, მომავალზე ორიენტირებულ, ჰუმანურ, პროგრესულ მოსწავლეს, მოზარდს და სრულად რეალიზებულ მასწავლებელს.
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- ალბათ, მრავალი დარიგება კეთილის მსურველებისაგან, თუმცა - მთავარი: კრიტიკულ ვითარებაში ვმართო საკუთარი ემოციები და ცივი გონებით ვიმოქმედო.
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- სწორად განჭვრიტონ საკუთარი ადგილი მომავლში, მიჰყვნენ გონებისა და გულის კარნახს. ყოველი გამოცდა მხოლოდ გააძლიერებთ და თავდაჯერებულობას შეჰმატებთ.
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- თვითრეალიზება, სწრაფვა საკუთარი მიზნებისაკენ, მედეგობა ცხოვრებისეული გამოწვევების მიმართ.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- მის მოთმენას, გაგებას, ემპათიას, თანალმობას, თანაგრძნობას, დახმარებას, მეგობრობას.
- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...
- ასეთი მრავალი წიგნია, თუმცა აუცილებლად ვურჩევდი წაეკითხათ ჯემალ ქარჩხაძის „ზებულონი“.
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- ჩვეული ერთგულებითა და პასუხისმგებლობით, მოსწავლეთა სიყვარულითა და შრომისმოყვარეობით თანამედროვე ცხოვრებისეული გამოწვევების გამკლავებით შევძლო ჩემი ცხოვრების გაგრძელება.