იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები წერილის წერის კონკურსში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
05-07-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა. იღებდნენ, როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ არაფორმალური განათლების პროექტებში და წარმატებასაც აღწევდნენ

მათ შორის სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ფოსტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში - „მისწერე წერილი მომავალ თაობას სამყაროზე, რომელსაც იმედი გაქვს, ისინი მემკვიდრეობით მიიღებენ.“

კონკურსს მოსწავლეები - მარიამ კალანდაძე, ლიზი კალანდაძე, ანა კალანდაძე, ანა შარაშიზე, ბარბარე ტრაპაიძე შეუერთდნენ და კონკურსს წარმატებით გაართვეს თავი. 

მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სამახსოვრო საჩუქრითა და სერტიფიკატით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203