პრეზიდენტის ბრძანებით, უმაღლესი განათლების კანონში ცვლილება შევიდა
07-07-2024

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალოს, 2026 წლამდე შეიმუშაოს ონლაინუნივერსიტეტის კონცეფცია/მოდელი და სტანდარტი - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში ვკითხულობთ, რომელიც უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შევიდა.

ბრძანებაში ასევე განიმარტა, რას ნიშნავს ელექტრონული სწავლება − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სტუდენტებისთვის/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირებისთვის საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე კვალიფიკაციის მისაღებად ორგანიზებული, თანამედროვე, ლიცენზირებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი ან მისი ნაწილი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილზე სტუდენტისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალის ერთდროულად ყოფნას. ელექტრონული სწავლების განსახორციელებლად აუცილებელია კურიკულუმის დაგეგმვა, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვის შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება.

ელექტრონული სწავლება ითვალისწინებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სასწავლო პროცესის ან მისი ნაწილის კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალების − სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის გამოყენებით წარმართვას.

სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს თანამედროვე, ლიცენზირებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის ორგანიზებასა და წარმართვას, აგრეთვე სასწავლო მასალების მიწოდებისთვის, სტუდენტის (გარდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული სტუდენტისა) სტუდენტთან ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალთან კომუნიკაციისთვის, ინტერაქციისთვის, სტუდენტთა შეფასებების ობიექტურად, გამჭვირვალედ და სამართლიანად განხორციელებისთვის,  მათი კონსულტირებისთვის, სტუდენტთა პროგრესის მონიტორინგისა და სხვა მიზნებისთვის გამოყენებას.

ელექტრონული სწავლება ხორციელდება სინქრონული კომუნიკაციის ფორმით, რომელიც ითვალისწინებს კომუნიკაციის ერთსა და იმავე დროს განხორციელებას.

ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული სწავლების განსახორციელებლად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს ელექტრონული სწავლების თანამედროვე, ლიცენზირებული აპლიკაციის/პლატფორმის შერჩევასა და გამართულად, სასწავლო პროცესის ინტერაქტიულად წარმართვისთვის გამოყენებას.

სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული დეტალური სფეროების ჩამონათვალს, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების მაქსიმალურ რაოდენობას, რომელთა ფარგლებშიც ელექტრონული სწავლება იქნება დაშვებული, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203