ჭოგნარის საჯარო სკოლის მასწავლებელი თამარ შანიძე საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ჩატარებული წარმატებული ღია გაკვეთილებისთვის დაჯილდოვდა
05-07-2024

ბადრი ბასილაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლის პედაგოგთა მთავარი მიზანი მოსწავლეთა განვითარება და მათი წარმატებული მომავალია. 

ამ მიზნით კი, სხვადასხვა საინტერესო აქტივობას ახორციელებენ. ერთ-ერთი ასეთი გერმანულის მენტორი მასწავლებელი თამარ შანიძე გახლავთ. მას პროექტს - „დედამიწა ჩვენი სახლია“ ფარგლებში, ჩატარებულ ღია გაკვეთილებში მიღწეული განსაკუთრებული წარმატებისთვის სიგელი გადაეცა. 

აღნიშნული სიგელი პედაგოგს თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა მიანიჭა.

„მეხუთე კლასში ჩატარებული გაკვეთილისთვის მიღებული სიგელი. უღრმესი მადლობა თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და ქალბატონ ქეთევან შეყრილაძეს, საინტერესო პროექტის - „დედამიწა ჩვენი სახლია“ ორგანიზებისათვის“,- წერს მასწავლებელი. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203