„თავმდაბალი, ნიჭიერი, ბავშვის ბედნიერებისათვის მებრძოლი“ - მაღლაკის N1 სკოლამ მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე პედაგოგი ინგა დარსაველიძე წარადგინა 
05-07-2024

დღეს, 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში განაცხადების მიღება სრულდება. 

მასწავლებლის ეროვნულ დღეს - 27 ოქტომბერს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემათ მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.

წელს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლამ მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ინგა დარსაველიძე წარადგინა.

„გამოწვევაში, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შესთავაზა სკოლებს,  წარგვედგინა მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე დამსახურებული, კვალიფიციური პედაგოგი, აქტიურად ჩაება მაღლაკის პირველი საჯარო სკოლა“,-  გვეუბნება სკოლის დირექტორი ხათუნა სვანაძე და დასძენს, რომ  სკოლის პედაგოგიური კოლექტივისა და სამეურვეო საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე  წარადგინეს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ინგა დარსაველიძე.

„შემართებით, თავმდაბალი, ნიჭიერი, გულისხმიერი, ბავშვის ბედნიერებისათვის მებრძოლი“ - აი, როგორ ახასიათებენ ინგა მასწავლებელს სკოლაში. 

ინგა დარსაველიძე იკვლევს სკოლისა და თემის საჭიროებებს, ეძებს მათი გადაჭრის გზებს, მონაწილეობს კონფერნციებში, ეცნობა პროფესიულ ლიტერატურას და საგანმანათლებლო კვლევებს, შემდეგ კი  გამოცდილებას უზიარებს კოლეგებს პედაგოგიური პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203