შუახევის მუნიციპალიტეტის, სოფელ წაბლანის საჯარო სკოლის დირექტორი ზვიად ველაიძე სასკოლო საზოგადოების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს. მისი მთავარი მიზანი მოსწავლეთა განათლება, მათი ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაა.
აღსანიშნავია, რომ ზვიად ველაიძის ხელმძღვანელობით, მოსწავლე-მასწავლებლებს არაერთი წარმატებისთვის მიუღწევიათ. მისი აზრით, ახალი თაობისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი წესრიგის მიგნებაა.
ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე მან etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა.
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- იდეების სიმრავლეს; განსხვავებული ხედვის, ყველა მოვლენისა და შედეგის გასავითარებლად გამოყენებას (და არა წარამარა მატებას) და რეალიზებით კმაყოფილი ახალი თაობის სიმრავლეს.
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- „არასდროს არ თქვა ტყუილი“ და დაიხარჯე ბოლომდე.
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- გამოცდაც და ნებისმიერი მსგავსი პროცესი კვლევად, ადრენალინად გამოიყენოს. ნებისმიერ მცირე შედეგზე პოზიტიური სიტყვებით მიმართოს საკუთარ თავს...
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- წესრიგის მიგნება, რომელიც საკაცობრიოა და რომელიც ჰარმონიული თანაარსებობის ხელიშემწყობია.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- მოსწავლესთან ერთად, აღმოჩენებით გამოწვეულ სიხარულის ემოციას.
- წიგნი, რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში ...
- ვაჟა-ფშაველა, ლაო ძი, აღზრდის საძირკველი.
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- რასაც სხვებს ვუსურვებდი, იმ სურვილთა დახვეწას.