ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლაში ნიჭიერი, შემოქმედებითი მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა აქტივობაში ერთვებიან.
მათ შორის, მე-2 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ თამარ ჟვანიას ხელმძღვანელობით, სპექტაკლი - „ელი, ჭადრაკის სამეფოში“ გამართეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, სპექტაკლი ძალიან შთამბეჭდავი და სანახაობრივი იყო. ულამაზესმა დეკორაციებმა კი მიწვეულ სტუმრებს პოზიტიური გარემო შეუქმნა.
მოსწავლეემა როლი ოსტატურად მოირგეს, მათ შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინეს.
უსაყვარლესმა მეორეკლასელებმა მაყურებლის სიმპათია, ტაში და ოვაციები დაიმსახურეს.
სპექტაკლის შინაარსზე ინფორმაციას სკოლაშივე გვიზიარებენ:
„მშვენიერი გოგონა ელი, რომელიც უეცრად აღმოჩნდება ჭადრაკის საოცარ ქვეყანაში, სახლში დასაბრუნებელ გზას ვეღარ პოულობს. გოგონას კურდღელი, თეთრი დედოფალი და ჭადრაკის ფიგურები ეხმარებიან რთული დავალებების შესრულებაში, რის შემდეგაც ელი შეძლებს სახლში დაბრუნებას“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: