2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, ინგლისური ენის ტესტით გრძელდება. აბიტურიენტები უცხოურ ენაში ტესტს 8-დან10 ივლისის ჩათვლით დაწერენ. ტრადიციულად, გამოცდაზე შევსვლამდე აპლიკანტები etaloni.ge-სთან საუბრობენ, როგორია მათი განწყობა, რისი ეშინიათ ყველაზე მეტად დღევანდელ გამოცდაში და როგორ აფასებენ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას.
მნიშვნელოვანი გაფრთხილებები, ინგლისური ენის გამოცდისთვის - თუ ესესთვის გამოყოფილ ადგილს გადაცდებით, ის ნაწილი არ გასწორდება
„ქართულის გამოცდასთან შედარებით მშიდად ვარ, იმიტომ არა რომ ინგლისური უფრო კარგად ვიცი, უბრალოდ უკვე მეორე გამოცდაა და ვიცი როგორი გარემო და სუტუაცია დამხვდება საგამოცდო სექტორში. მგონია რომ მეც და სხვა აბიტურიენტებსაც ნერვიულობა და სტრესი ხელს ძალიან გვიშლის. რაც შეეხება დღეცანდელ გამოცდას, ინგლისური ენის არ მეშინია, ძალიან კარგად ვიცი, სერიალებს და ფილმებსაც უკვე დიდი ხანია ინგლისურად ვუყურებ და არ მგონია რამე გამიჭირდეს";
„ინგლისურის გამოცდაა და არ ვნერვიულობ, ერთადერთი მეშინია, მოსასმენი დავალება არ ისმოდეს ცუდად. იმედია, ისეთი აკუსტიკა იქნება რომ ხმას კარგად გავიგებ, სხვა მხრივ არაფერზე ვნერვიულობ“;
„ვნერვიულობ, რადგან არ ვიცი დრო რამდენად მეყოფა. ქართულზეც ძალიან ვღელავდი, ზოგადად დროის ფაქტორო ყოველთვის მანერვიულებს, რადგან ნელა ვწერ. ქართულის გამოცდაზე მეყო დრო მაგრამ ნაწერის ხელახლა გადაკითხვა ვეღარ მოვახერხე და ამაზე გული მწყდება. იმედი მაქვს დღეს დრო ყველაფერზე მეყოფა“.
„პირველ რიგში მინდა ყველა აბიტურიენტს წარმატება ვუსურვო. მართლა მინდა აგვისტოში ყველა გახარებული და ბედნიერი იყოს შედეგით. რაც შეეხება გამოცდებს, სიმართლე გითხრათ არ ვნერვიულობ, მილიონი თემა მაქვს დაწერილი და მილიონი მოსასმენი დავალება გაკეთებული, ამიტომ საკუთარი თავის მჯერა“.
„ინგლისურის ყველაზე მეტად მეშინია. არც ისე დიდი ხანია რაც ვემზადები და არ ვიცი თემის დაწერას რამდენად კარგად შევძლებ... აი, ქართულზე კი მართალა ტაშ-ფანდურით შევედი და გამოვედი, შეფასებასაც საკმაოდ მაღალს ველოდები რადგან ძალიან კმაყოფილი ვარ“.