წყალტუბოს N1 საჯარო სკოლელების წარმატება ლიტერატურულ კონკურსში
08-07-2024

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მომავალი თაობის განვითარების, მოტივირებისა და წარმატებისთვის ყველაფერი კეთდება. 

სწორედ ამის დასტურია ისიც, რომ კურსდამთავრებულები თუ მოსწავლეები არაერთ აქტივობაში ერთვებიან. 

7 ივლისს, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში შედგა პაატა მახარაძის (ბართოლომეო) ლიტერატურული კონკურსის - „მე ვიმღერებ, შენ აშენე“ საფინალო-საკონცერტო ღონისძიება. კონკურსში იმერეთის რეგიონის შემოქმედებითი უნარის მქონე, 14-დან 18 წლამდე მოსწავლე- ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყო წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ოთხი წარმატებული კურსდამთავრებული, ოქროს მედლის კანდიდატი: მარიამ გოდოლაძე, მარიამ ვეფხვაძე, ანა კუჭავა, ლიზა ჯომიდავა და IX კლასის მოსწავლე კეკე ცხაკაია.

კომპეტენტურმა ჟიურიმ საუკეთესოები გამოავლინა. სასიხარულო ფაქტია, რომ მესამე საპრიზო ადგილი, პოეზიაში, კეკე ცხაკაიამ, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი, პროზაში,  ლიზა ჯომიდავამ დაიკავა. დანარჩენ მონაწილეებს დიპლომი და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ ამავე კონკურსში ჩართულობისა და მხარდაჭერისათვის, სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე სიგელით დაჯილდოვდა.

„ჩვენი მოკრძალებული მადლობა ააიპ „საქართველოს ემიგრანტების“ დამფუძნებელს და დირექტორს, ქალბატონ ქეთევან კინწურაშვილს და პროექტის ავტორს და ორგანიზატორს გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსს, მევიოლინეს ბელა ბერკემერ-მახარაძეს (პოეტ პაატა (ბართოლომეო) მახარაძის დას)“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203