პტენის საჯარო სკოლის საგანმანათლებლო პროექტი - „ემეგობრე“ მასშტაბური კონკურსის გამარჯვებულია
08-07-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის საგანმანათლებლო პროექტი მასშტაბური კონკურსის გამარჯვებულია. 

სკოლებს შორის თანამშრომლობაზე ორიენტირებული პროექტის - „ემეგობრე“ ხელმძღვანელი პედაგოგი სოფიკო გვარამაძე გახლავთ. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი „ემეგობრე“ გამარჯვებულად საზეიმოდ დასახელდა. 

„ეს არის პროექტი, რომელიც აერთიანებს სკოლებს შორის მეგობრობას, ურთიერთთანამშრომლობას, რაც გულისხმობს სკოლებში სიახლეების დანერგვას მოსწავლეების განვითარებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში, პროექტის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს და გამარჯვება ახარებთ. 

კონკურსის - „ყველაზე კრეატიული საგანმანათლებლო პროექტი“ დასკვნითი ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება 7 ივნისს, ახალქალაქის ცენტრალურ პარკში გაიმართა.

კონკურსი - „ყველაზე კრეატიული საგანმანათლებლო პროექტი“, მუნიციპალიტეტის მერის - მელქონ მაკარიანის გადაწყვეტილებითა და ახალქალაქის რესურსცენტრის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმებით, მუნიციპალიტეტში მცხოვრები მასწავლებლებისთვის ჩატარდა და მიზნად ისახავს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდების წახალისებას.

გამარჯვებულები სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ გამოავლინა

საპრიზო ადგილზე გასულ მასწავლებლებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - მკრტიჩ მღდესიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანმა, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ოლგა მელიქიძემ, რესურსცენტრის დირექტორმა - ტერეზა ჩივჩიანმა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გამარჯვება მიულოცეს და სიმბოლურად, 500-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები და ყვავილები გადასცეს. აღსანიშნავია, რომ 100-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები და ყვავილები კონკურსში მონაწილე ყველა მასწავლებელს გადაეცა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203